ირაკლი კობახიძე თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღინიშნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

„საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებს, ასევე - სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო