მამუკა მდინარაძე რიჟვაძეზე - თორნიკეს ჯერ თვითონ დააბრალეს და მერე ამ დაბრალებულს, თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და პასუხს ვთხოვდით - გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა

იმ სახლში, სადაც [თორნიკე რიჟვაძის თბითმკვლელობის მცდელობა] ეს მოხდა, ნამყოფი არასდროს არ ვარ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძის "სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე, ათ დღეზე მეტია გასული, კამპანია კი დაიწყეს სამი დღეა", რაც მდინარაძის თქმით, "არის შეკვეთილი და სიმართლე ეს არის"

"ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი კოორდინაცია, პიარული დაგეგმარების გარეშე არ ხდება. აქედან ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იქიდან ვიღაც ვითომ ჟურნალისტებმა „ფეისბუქში“ ასეთი კამპანია მოაწყონ, ეს შემთხვევით არ ხდება", - განაცხადა მან.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპონენტების სპეკულაციები უსაფუძვლოა, რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გაკეთებული საქმისთვის მადლობა ეკუთვნის, ხოლო, გუნდის მხრიდან მასზე არათუ მუქარა, კატეგორიული საუბარიც კი არ ყოფილა.

„ამ ხალხს, მაინცდამაინც არ მინდა, პასუხი გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს: ჯერ იმ სახლში, სადაც ეს მოხდა, ნამყოფი არასდროს არ ვარ, მასპინძელთანაც მე ასეთი შეხება არ მქონია, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, რამდენჯერმე შევხვედრივართ, მაგრამ იმ კაცთან მე პირადი ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს.

რაც შეეხება თორნიკეს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მაგრამ არც უცხოა ნამდვილად -ჩვენ ვმეგობრობდით კიდევაც, თანაგუნდელებიც ვართ და არ მინდა თორნიკეს ვინმემ ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაშიც დღე და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის და თავისი რეგიონის - აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება რომ ეს დავუკარგოთ ამ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის ამ საქმისთვის, რომელიც ფორმალური არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა.

თორნიკეს, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჯერ თვითონ დააბრალეს და მერე ამ დაბრალებულს, თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს ვთხოვდით - გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის