რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 122 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 122 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი, 43 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

„38 დრონი კურსკის ოლქის თავზე განადგურდა, 10 - ორიოლის ოლქში, 6 - ვორონეჟის, 6 სმოლენკის და 5 - ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე. ასევე, 3 დრონი მოსკოვის ოლქში განადგურდა, 3 - კალუგის, 3 - ყირიმის, 2 - ლენინგრადის, 2 - ლიპეცკის, 1 - ტულის ოლქში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026