ირაკლი კობახიძე - 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე

2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და იკვეთება თუ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა.

„ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნას, კობახიძის შეფასებით, „გახარია ევროპაშია გაპარული“.

„ეს კაცი გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ამ ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს არის ის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისთვის, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით შეფერხდეს, თუმცა ხედავთ, რომ მათი მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან და რაღაც მესიჯებით გველაპარაკება. უბრალოდ, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია. შეუძლია, ბრიუსელიდან ამსტერდამში გადავიდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს