შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, ასევე, პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, 2021 წელს „ქართული ოცნებიდან“ გაიქცა, ახლა თავის პარტიას გაექცა, ასე დარბის და თან იტყუება

გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც არაერთხელ დადასტურდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს და ყველა სიტუაციაში ქვეყნიდან გარბის.

„საგამოძიებო კომისიაზე მან 3 წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა - თქვა, რომ არ ახსოვს, ვისთან, რა საუბარი ჰქონდა გადადგომის წინა დღეს. 5 წუთში თქვა, რომ აშშ-ის ელჩს შეხვდა. ვიცით, რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა საბოლოოდ თანამდებობიდან. სიტუაციური მატყუარაა. ამავე დროს, ვხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, ყველა შემთხვევიდან გარბის, გაიქცა 2021 წელს „ქართული ოცნებიდან“, ახლა თავის პარტიას გაექცა, ასე დარბის და თან იტყუება. მის პროფილს და იმას თუ, რა ღირებულებების მატარებელია, ყველა ხედავს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასაც გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები სდუმან.

„არის პროცედურები,რომელიც მიმდინარეობს. საინტერესო არის, რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები. ვხედავთ, რომ თითქოს ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან პირდაპირი დავალება არის. გადაწყვეტილების არსია, რომ ჩატარდეს უფრო დეტალური გამოძიება. გამოძიება ტარდება, რა შედეგები დადგება, ამას შევხედავთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო