პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - პროცესში დაზარალებული პირებიც მონაწილეობენ

პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები, პარლამენტის წინა ტერიტორია შემოსაზღვრულია წითელი ლენტით.

საგამოძიებო მოქმედებებში მინაწილეობა უკვე მიიღო, ტელეკომპანია „რუსთავის 2”-ის ყოფილმა ოპერატორმა თეიმურაზ დიდბერაშვილმა, რომელიც დაზარალებულია ამ საქმეში. მისი განმარტებით, მან გამოძიებასთან 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა. საგამოძიებო მოქედებებში მონაწილრობას იღებს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელიც 20 ივნისის საქმეში ასევე დაზარალებული პირია.

პროკურორ მარიამ ბრრძენიშვილის განცხადებით კი, დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პარლამენტთან სულ ხუთ დაზარალებულ პირს ელოდებიან, რომლებიც საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებენ მონაწილეობას.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული ექსპერიმენტი ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულებას, რათა მეტი დეტალი აღდგეს საქმეზე და ფართო სურათი იქნეს გაშლილი და დადგინდნენ შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები“,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

საია-ს იურუსტის ჯუბა ქათამაძის თქმით, ზოგადად საგამოძიები ექსპერიმეტის ჩატარება მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო თავის დროზე.

„სტრასბურგის გადაწყვეტილებიდანაც საკმაოდ დიდი დროა გასული, მაგრამ რატომღაც ახლა გადაწყვიტეს ამის ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას დაზარალებულები და მათი წარმომადგენლები იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს არ მივცეთ არგუმენტი, რომ თურმე დაზარალებულის ართანამშრომლობის გამო ვერ ადგენენ იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინეს და ასევე იმ პირებს, ვუნც ბრძანება გასცეს. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ და ასევე, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან“,- განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო