კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს მომავალ კვირას დაასახელებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და იყრის თუ არა ის მესამე ვადით კენჭს, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ - გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ მალე! რაც შეეხება ოპოზიციას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება. ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში. შედეგი ნული. ვიცით ეს ადამიანები, გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებულები რას წარმოადგენენ, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან გინდ გაერთიანებულებს და გინდ დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“,- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს