გივი მიქანაძე -  სამწუხაროა, რომ ევროკავშირი ცდილობს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟის მორიგ იარაღად გამოიყენოს - სტუდენტებს არანაირი დაბრკოლება არ შეხვდებათ, თუ სურვილი ექნებათ, რომ ცოდნა საზღვარგარეთ აიმაღლონ

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირი ცდილობს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენოს შანტაჟის მორიგ იარაღად - ცალსახად გეუბნებით, ვერავინ ვერ დაგვაშინებს ამ შანტაჟით იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი შანტაჟის ფორმატში გამოყენებული,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძე ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ხელისუფლება ორიენტირებულია მშვიდობის შენარჩუნებაზე.

„ცალსახად, ყველამ დავინახეთ, რომ ევროკავშირის მინისტერიალზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ჩატარდა, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღწეული [ვიზალიბერალიზაციაზე]. ამიტომ, იქ ვხედავთ, რომ არიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც სწორად ხედავენ და სამართლიანად აფასებენ იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს და არა ორმაგი სტანდარტებით და იმ მოცემულობით, რომლითაც მცდელობაა, რომ საქართველოზე გარკვეული ზეწოლა მოახდინონ. მოცემულობა გვაქვს შემდეგი - სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირი ცდილობს, რომ გამოიყენოს მორიგი შანტაჟის იარაღად. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან. მინდა გითხრათ, რომ ეს ინტერესები, უპირველესად, მშვიდობის შენარჩუნებაზე, განვითარებაზე, წინსვლაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.

ცალსახად გეუბნებით, ვერავინ ვერ დაგვაშინებს ამ შანტაჟით იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი შანტაჟის ფორმატში გამოყენებული. სამართლიანობა მოითხოვს, რონ ჩვენ ის პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე გვაქვს აღებული, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, თუ სტუდენტს სურვილი ექნება, სწავლა გააგრძელოს უცხოეთში, არანაირი დაბრკოლება არ ექნება.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუყწყობს თითოეული ახალგაზრდის განათლების თუ სხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ ამისთვის საკმაოდ ბევრს ვაკეთებთ, კიდევ უფრო გაიზრდება ეს მხარდაჭერა და სტუდენტებს არანაირი დაბრკოლება არ ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ კი მათ სურვილი ექნებათ, რომ თავისი ცოდნა საზღვარგარეთ აიმაღლონ“,- აღნიშნა მიქანაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს