ანა წითლიძე - ე.წ პრემიერია, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო, ვიბრძოლებთ ბოლომდე თავისუფლებისთვის და ევროინტეგრაციისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში უდიდეს წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო“.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ე.წ პრემიერ მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია. „ნაციონალური მოძრაობას“ 13 წელია ივანიშვილი და “ოცნება” განადგურებით ემუქრება და ეს გასაგებიც არის- “ნაციონალური მოძრაობასთან” ბრძოლით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ევროინტეგრაცია და თავისუფლების იდეა მოკლას. მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობებისა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის და დგას მყარად. ერთ-ერთი უმთავრესი წინააღმდეგობის მოძრაობა არის, რომელიც 13 წლის განმავლობაში არ დანებდა. “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ ლიდერს გაცნობიერებული აქვს, რა ბრძოლაში ვართ. გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებით და რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია