ანა წითლიძე - „ოცნებას“ ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სრულ ანექსიაზე, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებენ - ქართველი ხალხი ღალატისთვის პასუხს გასცემს მათ ქუჩაში ბრძოლით

„ოცნებას“ ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სრულ ანექსიაზე, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ისინი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებენ. ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს მათ ამ ღალატისთვის ქუჩაში ბრძოლით, ვიდრე რეჟიმი არ დასრულდება, – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს.

„ქართული ოცნება“ არ შეასრულებს არანაირ ვალდებულებას, მოთხოვნას ევროკავშირთან, რადგან „ოცნებას“ და ივანიშვილს განსაზღვრული აქვთ და არჩევანი აქვთ გაკეთებული რუსების და რუსული გავლენების გაძლიერების სასარგებლოდ, ამიტომაც მოლოდინი იმისი, რომ „ოცნება“ რაღაცას შეცვლის, ამის მოლოდინი არავის არ ჰქონდა, ამიტომაც კობახიძის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რომლებსაც დეკლარირებულად აქვთ ხელი მოწერილი საქართველოს ღალატზე, ამიტომაც ბოლომდე ეცდებიან ბოლომდე გავიდნენ, რაც ნიშნავს საქართველოს სრულ ანექსიას და რუსეთთან მიერთებას. ამ დავალებით არიან ეს ადამიანები და ამ დავალების შესრულებას შეეცდებიან ეს ადამიანები ბოლომდე, მაგრამ ასევე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოღალატეობრივ მთავრობას, რომელიც ამ ქვეყანას აკარგვინებს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას, აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს. შესაბამისი პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ“, - განაცხადა ანა წითლიძემ

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს