Sky News - დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„მათ მუშაობისთვის საკმარისი ასაკი აქვთ და გადასახადების გადახდისთვის საკმარისად დიდები არიან. ვფიქრობ, რომ თუ გადასახადებს იხდი, უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა თქვა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს შენი ფული და რა მიმართულებით უნდა წავიდეს შენი მთავრობა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

საარჩევნო ცვლილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ხმის მიცემის ასაკი ბოლოს 1969 წელს შეიცვალა და 21 წლის ნაცვლად 18 წლით განისაზღვრა

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა