უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერ-მინისტრი დენის შიმგალი დანიშნა.

ასევე, უკრაინელმა დეპუტატებმა 271 ხმით საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი სიბიგა ხელახლა დანიშნეს.

უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილისა და ინოვაციების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობას მიხაილ ფედოროვი დაიკავებს.

რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერი ალექსი კულება იქნება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად ტარას კაჩკა დაინიშნა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშჩენკო, ხოლო ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურეობის მინისტრი ალექსეი სობოლევი გახდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას იგორ კლიმენკო გააგრძელებს.

სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტროს დენის ულიუტინი უხელმძღვანელებს, ხოლო ენერგეტიკის მინისტრი სვეტლანა გრინჩუკი გახდა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მატვეი ბედნი, ვეტერანთა საქმეთა მინისტრი ნატალია კალმიკოვა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოკსენ ლისოვოი და ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო იქნება, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას სერგეი მარჩენკო გააგრძელებს.

მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკო დაამტკიცა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა