სოფო ჯაფარიძე - უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს

უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სასამართლოში მივიდნენ ახალგაზრდების სოლიდარობისთვის და არა იმის იმედით, რომ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ტყვეებად აყვანით სიმართლის ხმას ჩაახშობს.

“ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდები აიყვანოს ტყვეობაში და ფიქრობს, რომ ამით სიმართლის ხმას ჩაახშობს. სინამდვილეში, თავისივე გაბმულ მახეში იხლართება, საიდანაც ვეღარ გამოვა და ძალიან მალე უსამართლობა დასრულდება და შენობას, რომელსაც ადრე სასამართლო ერქვა, ისევ დაერქმევა სასამართლო, რადგან ახლა შენობაში ყველაფერია, გარდა სამართლისა. ჩვენ აქ დავდივართ მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდებს, არა იმიტომ, რომ რაღაცის იმედი გვაქვს, თითქოს მოსამართლეები მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა