ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა და აშშ “მეგა შეთანხმებას” განიხილავენ, რომლითაც ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი ამერიკულ შეიარაღებას შეიძენს

უკრაინა და აშშ “მეგა შეთანხმებას” განიხილავენ, რომლითაც ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი ამერიკულ შეიარაღებას შეიძენენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The News York Post-თან საუბარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “მეგა შეთანხმებას” განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც აშშ ბრძოლის ველზე გამოცდილ უკრაინულ დრონებს შეიძენს, ხოლო უკრაინა - ამერიკული შეიარაღების ფართო სპექტრს.

ზელენსკიმ საუბარში აღნიშნა, რომ მისსა და ტრამპს შორის ბოლო საუბარი სწორედ აღნიშნულ შეთანხმებაზე იყო ფოკუსირებული, რომელიც ორივე საჰაერო ტექნოლოგიებს გააძლიერებს.

“ამერიკელ ხალხს სჭირდება ეს ტექნოლოგია, და ის არსენალში უნდა გქონდეთ. ვფიქრობ, მართლა მეგა შეთანხმებაა, ყველასთვის მომგებიანი, როგორც ამბობენ.

მზად ვიქნებით ეს გამოცდილება ამერიკასა და სხვა ევროპელ პარტნიორებს გავუზიაროთ”, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინული დრონების თაობაზე და დასძინა, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრები ასევე მიმდინარეობს დანიასთან, ნორვეგიასთან და გერმანიასთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს