„კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ნომრის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს.

ასევე, საარჩევნო ნომრის შენარჩუნების მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“.

პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიამ აღნიშნული პროცედურული განაცხადი გააკეთა, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან და არა „ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან“.

„ამ მიზეზებიდან გამომდინარე ‘’კოალიცია ცვლილებისთვის’’ აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.

„საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა. სხვა შემთხვევაში კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ რეალურად კი გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე ‘’კოალიცია ცვლილებისთვის’’ აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.

კოალიციის პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და მკაფიო, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულები, რომელსაც დაეფუძნა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც გულისხმობს რეჟიმთან ართანამშრომლობასა და მის იზოლაციას ყველა დონეზე.

ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრულები საკუთარ პოზიციებში და ე.წ. პარლამენტში არშესვლის, სიების ჩახსნის, დაფინანსებაზე უარის თქმისა და ე.წ. კომისაზე არგამოცხადების შემდეგ, უარს ვეუბნებით ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობასაც რეჟიმი სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულ განმარტებას ვაკეთებთ სამომავლო სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად. სწორედ ამიტომ, 19 ივლისს, 19:00-ზე გელოდებით თსუ-სთან!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის