მარია ზახაროვა - რუსეთს უფლება აქვს, იარაღი გამოიყენოს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან

რუსეთს უფლება აქვს, იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის სამხედროები პირდაპირ ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თუ უკრაინა შორი მანძილის გერმანულ Taurus რაკეტებს გამოიყენებს.

“გახსოვდეთ, 2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განსაზღვრა რუსეთის პოზიცია დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, მწვანე შუქი მისცენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავიანთი შორი მანძილის სისტემების გამოყენებაზე. ეს პოზიცია უცვლელი რჩება, რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს საკუთარი იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავისი იარაღის გამოყენების უფლებას გასცემენ. კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში კი მტკიცედ და სარკისებრ ვუპასუხებთ”, - განაცხადა ზახაროვამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს