გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ოჯახი, სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცის ოჯახი, სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.

როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ოჯახი მისი სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანას ითხოვს, მათ შესაბამისი ფინანსური საშუალება არ აქვთ.

“სასწრაფო მიმართვა საზოგადოების, მედიისა და სახელმწიფოსადმი!

დღეს გონიოში საშინელი შემთხვევა მოხდა — ჩამოინგრა სამშენებლო ხარაჩო, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. დაზარალებულის მშობლის ინფორმაციით, შვილი ამ წუთას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მშობელი ატირებული დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ შემთხვევის ადგილას მომუშავე კომპანია "ნექსტი" არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს — არ გაჩერებულან არც საავადმყოფოში, არ უკითხავთ, როგორია ბავშვის მდგომარეობა ან რისი გაკეთება შეუძლიათ.

ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის გადარჩენის ერთადერთი შანსია გადაყვანა თურქეთში სპეციალიზებულ კლინიკაში. თუმცა საჭირო რესურსები არ აქვთ და დაუყოვნებლივ საჭიროებენ სახელმწიფოს, მედიის და საზოგადოების ჩარევას, რომ პროცესი არ დაგვიანდეს.

ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია — ეს არის ჩვენი საერთო მორალური გამოცდა. გვმართებს, არ დავტოვოთ ისინი მარტო ამ სირთულეში.

მოვითხოვთ:

1.კომპანიის პასუხისმგებლობის სამართლებრივად განხილვას.

2.სახელმწიფოს დაუყოვნებელ ჩარევას ბავშვის თურქეთში გადაყვანის პროცესში.

3.საზოგადოების და მედიის მობილიზებას, რომ საქმე არ დარჩეს ჩრდილში”,- აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს