მედია - ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი, შესაძლოა, დღეს მიიღონ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი, შესაძლოა, დღეს დაამტკიცონ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებმა, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ დღეს დილით დაგეგმილია ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომა, რომელზეც, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდეს.

„მალტისა და სლოვაკეთის მიერ შენიშვნების მოხსნის შემდეგ, სანქციების მე-18 რაუნდი შესაძლოა დილით დამტკიცდეს, რისთვისაც Coreper-ის რიგგარეშე შეხვედრა იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

უკრაინული მედიის განმარტებით, ეს შესაძლებელს ხდის, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი საბოლოოდ დამტკიცდეს ევროკავშირის ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ასევე დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი და მალტა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტზე ვეტოს მოხსნას გეგმავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს