პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ანზორ კვარაცხელია - ჩემი საქმე შეკერილია - მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს მომისჯით, რადგან ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი - დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, ემიგრანტი მყავს

ერთ რაღაცას გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს, - ეს სიტყვები პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე სხდომათა დარბაზში განაცხადა.

მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი საქმე "შეკერილია".

კვარაცხელიას განაჩნის გამოცხადებას ესწრებოდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა მშობლები და ოჯახის წევრებიც.

მსჯავრდებულის სიტყვას დარბაზში მყოფები ემოციურად, ცრემლებით შეხვდნენ.

"დიდი მადლობა რომ შეწუხდით და ჩემს საქმეებზეც დადიხართ. ახლა მინდა ვთქვა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს მომისჯით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძალიან ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ეს საქმე არის შეკერილი, ვერც თავი გავივე და ვერც ბოლო, რას და რატომ მედავებიან.

ერთ რაღაცას გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს.

გკოცნით და ძალიან მიყვარხართ",- განაცხადა კვარაცხელიამ.

"ჩვენ ყველანი შენი მშობლები ვართ შვილო",- მიმართეს კვარაცხელიას სხვა ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების მშობლებმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს