თსსუ-ის თეატრის მორიგი ანშლაგი - „ჰიგია“ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ უკვე მესამედ წარადგინა სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე. ამჯერად „ჰიგიამ“ მაყურებელს ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედიური პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ხანუმა“ შესთავაზა. წარმოდგენამ, ტრადიციულად, ანშლაგით ჩაიარა.

პიესის „ხანუმა“ განსხვავებული სასცენო ვერსია თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, „ჰიგიას“ დამაარსებელმა და სპექტაკლის რეჟისორმა ნათია გუჯაბიძემ შექმნა. სპექტაკლში თსსუ-ის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოყვარული მსახიობები არიან, მათ როლები ჩვეულებისამებრ, დიდი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით შეასრულეს.

„ჰიგიამ“ რუსთაველის ეროვნულ თეატრში წინა ორი წარმოდგენა: „პატარა უფლისწული“ და „ოსვენციმი“ 2021 და 2024 წლებში გამართა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წლის დეკემბერში დაარსდა და 24 წლის განმავლობაში საკუთარი ხელწერის შექმნა მოახერხა და ერთგული მაყურებელიც შეიძინა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს