გრიგოლ გეგელია - ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსესუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია - ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე

აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ვისახავთ “MEGOBARI აქტის” დაჩქარებულად მიღების ლობირებას - მე შემიძლია ვთქვა, რომ ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსენსუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებს მართავენ ვაშინგტონში, კონგრესში და სენატში. მისივე თქმით, უკვე ჰქონდათ შეხვედრა რამდენიმე კონგრესმენთან და ეს შეხვედრები გრძელდება, ამავე დროს, შეხვედრები გამართეს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

„ჩვენ ამ ვზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, ბუნებრივია, ვისახავთ “MEGOBARI აქტის” დაჩქარებულად მიღების ლობირებას ჩვენს მეგობრებთან, კლეგებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ “MEGOBARI აქტი”, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული ქართველი ხალხის და ჩვენი დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად და ამავე დროს, ბუნებრივია, ვსაუბრობთ პოლიტპატიმრებზე, ესენი იქნებიან პოლიტიკური ლიდერები, თუ აქტივისტები და მოქალაქეები მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვის აუცილებლობაზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსესუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, უნდა ვიყოთ აქტიურად, მხნედ და რა თქმა უნდა, შევძლოთ ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი დამარცხდეს და დასუსტდეს იმისთვის,რომ საქართველოს დავუბრუნოთ ევროატლანტიკური გზა და მისწრაფება“,- განაცხადა გეგელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს