ირაკლი კობახიძე - 20 ივნისის ღამეს 2 მთავარი მოქმედი პირი ჰყავდა და ევროპული და ყოფილი ამერიკული ბიუროკრატია გულმხურვალედ იცავდა როგორც მელიას, ისე გახარიას - კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა გამოძიების ბოლომდე მიყვანა

20 ივნისის ღამეს ჰყავდა 2 მთავარი მოქმედი პირი: ერთ მხარეს იყო პირობითად, მელია და მეორე მხარეს იყო გახარია, ევროპული და ყოფილი ამერიკული ბიუროკრატია გულმხურვალედ იცავდა როგორც მელიას, ისე გახარიას. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა ჩვენგან გამოძიების ბოლომდე მიყვანა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას 20 ივნისის გამოძიების ბოლომდე მიყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობით მოეკიდება.

„რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს. ამ ღამეს ჰყავდა 2 მთავარი მოქმედი პირი: ერთ მხარეს იყო პირობითად, მელია და მეორე მხარეს იყო გახარია. ერთ მხარეს იყო პარლამენტის შენობის, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შტურმი, რაც იყო უმძიმესი დანაშაული. გახსოვთ, რომ მაშინაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან აქტიურად ესარჩლებოდა ამ შტურმის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს. მეორე მხრივ, რაც ასევე კიდევ უფრო საინტერესოა, მაშინდელი ევროპული ბიუროკრატია გამოექომაგა პირდაპირ იმ ადამიანს, რომლის ქმედებებმაც მიიყვანა მაშინდელი პროცესები მძიმე შედეგამდე. უამრავმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 7 ადამიანს მძიმე კვალი დააჩნდა ჯანმრთელობაზე. ორივე მიმართულებით, ჩვენ მაშინდელმა ევროპულმა ბიუროკრატიამ და მაშინდელმა ყოფილმა ამერიკულმა ბიუროკრატიამ მოგვთხოვა ამნისტიის კანონის მიღება. ისინი იცავდნენ ერთდროულად, გულმხურვალედ როგორც მელიას, ისე გახარიას. როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს, ასევე იმ ქმედებების ავტორებს, რომლებმაც მძიმე შედეგამდე მიიყვანა მაშინ პროცესები. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა ჩვენგან გამოძიების ბოლომდე მიყვანა და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს