ანდრეი ერმაკი - ევროკავშირმა, ელჩების დონეზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა - ვუჭერთ ხრახნებს ეტაპობრივად

ევროკავშირმა, ელჩების დონეზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, სანქციები მოიცავს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის აკრძალვას, რუსულ ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესებას, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან კიდევ 105 ტანკერის დასანქცირებას.

ამასთან, ერმაკის განმარტებით, სანქციები ითვალისწინებს რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვას.

„რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების - რაც დარტყმაა კრემლის ელიტისთვის. კიდევ 22 რუსული ბანკისთვის SWIFT-ის სრულ აკრძალვას - ფაქტობრივად, ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტას. მესამე ქვეყნების იმ ფინანსური ოპერატორების აკრძალვას, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის შეზღუდვები - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამრეწველო საქონელი და ტექნოლოგიები რუსეთში აღარ მოხვდება. სანქციები დაეკისრება 22 ორგანიზაციას, როგორც რუსულ, ასევე უცხოურს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხმარებიან. სანქციები დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც რუსეთში უკრაინელი ბავშვების იდეოლოგიურ ინდოქტრინაციაში არიან ჩართულები. ვუჭერთ ხრახნებს ეტაპობრივად,“- წერს ერმაკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს