ირაკლი კობახიძე - ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას, დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ - კაცი კაცია და ქალი ქალია - ევროპას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას!

ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ - კაცი კაცია და ქალი ქალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი მკვეთრად დეგრადირდა და განსხვავებულ აზრს დევნის, რაც ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვასა და ინკვიზიციას ახსენებს.

„როდესაც ევროკავშირი გვთხოვს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად, მახსენდება ევროპის შუა საუკუნეების ისტორია, სადაც იყო ინკვიზიცია და ადამიანებს წვავდნენ. ევროპაში ადამიანებს წვავდნენ განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ- კაცი კაცია და ქალი ქალია. ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს და კოცონზე დაწვან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია,“ - განაცხადა მან.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან აბსურდული კანონების მიღებას ითხოვს, რაც მისივე შეფასებით, „სირცხვილი და ინკვიზიციაზე უარესი უბედურებაა“.

„ევროპა ინკვიზიციაზე ქვემოთ ჩავიდა და ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ ქალი შეიძლება მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და მოითხოვს მისი სქესის შესახებ ჩანაწერი გადაკეთდეს მამაკაცად, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ თუ მას ამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ხომ სირცხვილია, ხომ არის ინკვიზიციაზე უარესი უბედურება,“ - განაცხადა მან.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საფრანგეთში ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მას ორმაგი სტანდარტი უწოდა.

„პირდაპირ ჩანს ორმაგი სტანდარტი - რაც ეკრძალება საქართველოს, ის არის მისაღები საფრანგეთში. გახსოვთ, რომ მათ შორის, ფრანგი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართულები სამარცხვინო კამპანიაში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც ახლა თავად იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სამარცხვინო და არაევროპულია ეს მიდგომები, ორმაგი სტანდარტები. მე ევროპას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას ასეთი ორმაგი სტანდარტებისგან“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს