ბადრი ჯაფარიძე - სატუსაღოში იმისთვის ვართ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიგვეღო და ამიტომ მიმდინარეობს საქმის საქმეზე აღძვრა გიორგი გახარიას წინააღმდეგაც - „ოცნებას“ არჩევნების კომფორტულად ჩატარების საშუალებას არ მივცემთ!

„ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც „ფეისბუქის“ მის გვერდზე გავრცელდა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური იქნებოდა, რომ არცერთ ეროვნულ, პროდასავლურ, პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და მოეხდინა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია.

„როცა საუბარია, რომ ვერ მოხდა საბრძოლო ველზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შესვლა მუნიციპალური არჩევნებში, ამას მოჰყვება ხოლმე კომენტარი, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ამ არჩევნებში, ალბათ „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარია. სინამდვილეში კი პირიქით - „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური იქნებოდა, რომ არცერთი ეროვნული, პროდასავლური, პოლიტიკური ჯგუფი არ შესულიყო ამ ბრძოლის ველზე, რაც საშუალებას მისცემდა მას დაუბრკოლებლად, მუნიციპალიტეტების დონეზე, მოეხდინა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია და ძირითადი პოლიტიკური აქტორების მარგინალიზაცია, რადგან მათი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღეთ, რომ შევიდეთ ბრძოლაში და ხელი შევუშალოთ „ქართულ ოცნებას“ ზემოთხსენებული მიზნების განხორციელებაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ!

იმისათვის, რომ „ძლიერ საქართველოსა“ და გახარიას პარტიას არ მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, სწორედ ამიტომ ვიმყოფებით “ძლიერი საქართველოს” ლიდერები სატუსაღოში და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საქმის საქმეზე აღძვრა გიორგი გახარიას წინააღმდეგ“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია