ანდრეი სიბიგა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე - ძლიერი ტრანსატლანტიკური ზეწოლა დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლის ერთადერთი ეფექტური გზაა, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება უშედეგოა

ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც დღემდე დამტკიცებული სანქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, დამტკიცდა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის ევროკავშირის ელჩების დონეზე დამტკიცებას.

„მადლობას ვუხდი ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს ერთიანობისა და სიმტკიცისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აგრესორისთვის ომის ფასს. ევროკავშირის ახალი სანქციები მიმართულია რუსეთის ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების, „ჩრდილოვანი ფლოტის“ და მისი ეკოსისტემის, ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების, ასევე „ჩრდილის ნაკადების“ წინააღმდეგ. მივესალმები ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირების გადაწყვეტილებას, სანქციების გვერდის ავლის, მათ შორის მესამე ქვეყნების მეშვეობით, წინააღმდეგ დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ჩამორთმევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი აგრესიის დასასრულებლად“, - წერს სიბიგა.

მისი განცხადებით, უკრაინა აგრძელებს ევროკავშირთან და სანქციების კოალიციის ფარგლებში პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა შეამციროს რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება, აიძულოს რუსეთი, მიიღოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„მაშინ, როცა მოსკოვი უარყოფს მშვიდობას, ძლიერი ტრანსატლანტიკური ზეწოლა დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლის ერთადერთი ეფექტური გზაა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება უშედეგოა“, - წერს სიბიგა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში