თოდუას კლინიკა ტრადიციულად სამედიცინო სფეროში პროგრესის წინა ხაზზე დგას და კიდევ ერთი ტექნოლოგიური განახლებისთვის ემზადება. მალე ცენტრალურ ფილიალში ფირმა Siemens Healthineers-ის ორი უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი დაინსტალირდება : MAGNETOM Sola Fit 1.5T და MAGNETOM Lumina 3.0T.
კლინიკას 34 წელია კომპანია სიმენსთან თანამშრომლობის ექსკლუზიური გამოცდილება აქვს. შესაბამისად, გერმანული კომპანიის ყველა ახალი სტანდარტი საქართველოში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი სწორედ თოდუას კლინიკაშია.

MAGNETOM Sola Fit 1.5T მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უახლეს სიტყვას წარმოადგენს, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას ერთიანებს. თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომი Magnetom Sola-ს მთავარი მახასიათებელია, რომ მას მთელი სხეულის სკანირება შეუძლია.
ეს სისტემა თითოეული პაციენტისთვის სწრაფ დიაგნოსტიკასა და მაქსიმალურ კომფორტს უზუნველჰყოფს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძვალსახსროვანი და ნევროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკური მიმართულებით. მაგალითად, მუხლის, ხერხემლის ან თავის ტვინის სკანირებისას —გარდა ამისა, სრულ სხეულზე MRI სკანირების შესაძლებლობა ექიმებს პათოლოგიების გამოვლენის შესაძლებლობას სიმპტომების დაწყებამდეც კი უქმნის. ეს მას იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის. Quiet Suite და BioMatrix სენსორები კი პაციენტისთვის პროცესს უმტკივნეულოს და მარტივს ხდის. თოდუას კლინიკაში დანერგილი MAGNETOM Sola Fit ნამდვილად მედიცინის მომავალს წარმოადგენს.
სამედიცინო ცენტრში ხელმისაწვდომი MAGNETOM Lumina 3T , რომელიც უახლესი თაობის MRI სისტემაა ცენტრალურ ფილიალში რიგით მეორე იქნება .სამედიცინო ცენტრის ქსელში კი Magnetom Lumina-ს მეოთხე ერთეულს წარმოადგენს . ცენტრალურ ფილიალში აღნიშნული აპარატის წინა თაობა დიაგნოსტიკური მიმართულებით განსაკუთრებულ როლს 2023 წლიდან ასრულებს. გამოსახულების მაღალი სიზუსტე და სწრაფი სკანირება ექიმს ეხმარება , დროულად და დეტალურად შეაფასოს მდგომარეობა. პაციენტისთვის ეს მოკლე, მშვიდ და ნაკლებად სტრესულ გამოკვლევას გულისხმობს . კვლევა მშვიდ გარემოში ხორციელდება, აპარატში ჩაშენებული Quiet Suite ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შფოთვის ან კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის. MAGNETOM Lumina 3T თოდუას კლინიკის ცენტრალურ და დიღმის ფილიალებში უკვე ხელმისაწვდომია.
(R)