გორის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ხელთუბანში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ

გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში, სოფელ ხელთუბანში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ.

ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი მამუკა მიროტაძე იცავს.

ბრალდებულთაგან ერთი არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, 16 ივლისს, პოლიციელებზე თავდასხმისას, რამდენიმე სამართალდამცავმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, მათგან ოთხის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, პოლიციის ორი დაშავებული თანამშრომელი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

პოლიციელებზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს: 1979 წელს დაბადებულ გ.ს-ს., 2009 წელს დაბადებულ ს.ს-ს., 1989 წელს დაბადებულ ს.ს-ს., 1961 წელს დაბადებულ ვ.ს-ს. და 1989 წელს დაბადებულ მ.ა-ს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ავტომანქანით გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება. პოლიცილებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და განუმარტეს სამართალდარღვევის შინაარსი. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთ-ერთი მათგანის დაკავებისას ადგილზე დამატებით მისული პოლიციელებიდან ერთს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცული მოუქნია, რის შედეგადაც პოლიციელი დაიჭრა. ასევე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ორ პოლიციელს. ბრალდებულების დაკავებისას, ხელის შეშლის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიზე მყოფმა სამმა პირმა ჯუფური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს.

დაკავებულთაგან სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო