„ჯივიპი“ ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტებს აგრძელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე ეტაპზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან ერთად წყალარინების მოძველებული და ამორტიზებული ქსელების შეცვლა-განახლება მიმდინარეობს.

„მათ შორის უკვე დასრულდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის გამზირის N46-თან მდებარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და აქტიურ ფაზაშია ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩა N 7, 9, 11 და გიორგაძის ქუჩა N20-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელების განახლების პროექტები. პარალელურად მიმდინარეობს ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების ახალი მაგისტრალის მოწყობის II ეტაპის სამუშოები, რომლის ფაგრლებშიც 2.5 კმ მაგისტრალური მილსადენი მოეწყობა.

ქალაქ რუსთავში, მიმდინარე წლის ბოლომდე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტები 19 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება.

აღნიშნულ პროექტებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჯამურად 8 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციათან ერთად, ქალაქ რუსთავში გრძელდება ქსელების სადიაგნოსტიკო სამუშაოები, რაც წყლის დანაკარგებისა და ფარული ჟონვების შემცირებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული, ქსელის დაზიანებული მონაკვეთები ეტაპობრივად განახლდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიმდინარე წელს დაგეგმილი და ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას რუსთავის მოსახლეობას მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე მიაწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს