ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ

ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდება, სადაც საქართველოს ბუნების ყველა სიკეთე - ზღვა, ტყე და მთა ჰარმონიულად ერწყმის­ ერთმანეთს, ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს და გარემოს, რომელიც განუმეორებელ შთაბეჭდილებებს ტოვებს მნახველზე - ეს ბუკნარია, პატარა მარგალიტი აჭარის რეგიონში.

სწორედ პირველი შთაბეჭდილებებით შეიქმნა „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის მთავარი გზავნილი - „ერთი ჩასვლით შეყვარება“, რომელიც ადგილის მომაჯადოებელ გავლენაზე მიუთითებს. კომპანიამ მოამზადა თემატური ვიდეორგოლიც, რომელშიც გვიამბობს, რა მნიშვნელობა აქვს აქ მშენებლობის პროცესში ლანდშაფტის უცვლელად შენარჩუნებას, რამდენად მნიშვნელოვანია მშენებლებისთვის ბუნებაზე ზრუნვა, თუნდაც უმცირესი დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა, ფრინველების ბუდეების დაცვაც კი, იმისათვის, რომ ბუკნარის მომავალ მობინადრეებს გარემო მთელი თავისი სიკეთითა და სიდიადით დახვდეთ.

ბუკნარის სუბტროპიკული ტყის მიმდებარედ „ლისი დეველოპმენტი“ აშენებს ქართულ რივიერას, ახალ საკურორტო უბანს, სადაც სივრცე მორგებული იქნება თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე, მიიღოს ურბანიზაციისთვის დამახასიათებელი ყველა სერვისი და მაქსიმალურად განიტვირთოს ხელუხლებელი ბუნების წიაღში. პროექტის დაგეგმარების თანახმად, ტერიტორიის 80% ხელუხლებლად რჩება ბუნებას, 20%-ზე კი შენდება სასტუმრო, აპარტამენტები, სასეირნო და გასართობი სივრცეები, რომელთა არქიტექტურაც ორგანულად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. კომპანიის ხედვაა, შექმნას ადგილი, სადაც ადამიანი და ბუნება იზრუნებს ერთმანეთზე და მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ერთმანეთისგან.

კომპლექსი ბუკნარში მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს და პერმიუმ კლასის აპარტამენტებს, გასართობ ობიექტებს, სასეირნო ბილიკებს, ღია და დახურულ აუზს, სპასა და სპორტულ დარბაზს, რესტორნებს, კომერციულ ზონას, აკვაპარკს, პადელის მოედანს, საბავშვო ობიექტბს - აქ ყველაფერია ოჯახური თუ მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის. სუბტროპიკული კლიმატი, ბუნებასთან სიახლოვე და სიმშვიდე განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან სინთეზში ჰარმონიულ და სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით. „ლისი დეველოპმენტის“ ახალ, უნიკალურ პროექტში გაყიდვები უკვე დაწყებულია. საცხოვრებელ ბლოკში აპარტამენტების ფართობი 29. კვ.მ-დან იწყება და 78 კვ.მ-მდე ადის. მსურველებს შეუძლიათ უძრავი ქონება სასურველ მდგომარეობაში შეიძინონ, იქნება ეს თეთრი კარკასი, რემონტითა და ჩაშენებული სამზარეულოთი ან სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნკით. მათ ექნებათ მაქსიმალური კომფორტი იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღონ მინიმალური ძალისხმევითა და ჩართულობით - ყველა დეტალზე კომპანია იზრუნებს.

პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. პირველი ეტაპი და სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამჟამად ფასადის მოპირკეთება და შიდა ტიხრების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი მალე დასკვნით ეტაპზე გადავა, 2025 წლის ბოლოს კი პირველ სტუმრებს მიიღებს.

„ლისი დეველოპმენტს“ უკვე აქვს მწვანე პროექტების განხორციელების გამოცდილება. მისი მთავარი ნიშაა, შექმნას თანამედროვე, ერთიანი არქიტექტურის პროექტები და მაქსიმალურად შეამციროს გავლენა გარემოზე, რაც განვითარებული ქვეყნების მიდგომებს ეფუძნება. 80/20 პრინციპი კომპანიამ ჯერ კიდევ 15 წლის წინ დანერგა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში. წლებია, მისი პროექტები სწორედ აღნიშნული კონცეფციით ხორციელდება როგორც დედაქალაქში, ისე შავი ზღვისპირეთში.

ქართული რივიერა - ბუკნარი, მალე გახდება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი ზონა, სადაც თითოეული გატარებული დღე დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა ნებისმიერი სტუმრისთვის.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო