საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ერთობლივი კამპანია დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მრავალი წელია ხელს უწყობს ქვეყნის ენდემური სახეობების დაცვასა და კონსერვაციას. სწორედ ამ მიზნით, უკვე 13 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია.

საქართველოს ბუნების შენარჩუნების მიზნით კი, ფინანსური ინსტიტუტი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ერთად, ახალ კამპანიას ახორციელებს, რომლის ინსპირაციის წყაროც საქართველოს ბანკის ლოგო გახდა.

კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციები დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას.

„კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობს. CNF ეხმარება ყველა დაცულ ტერიტორიასა და ნაციონალურ პარკს უნიკალური სახეობების შენარჩუნებაში. აერთიანებს სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველს, რომლებსაც გადარჩენა და კონსერვაცია სჭირდებათ. გავაცნობიერეთ რა, რომ თავად ჩვენ, საქართველოს ბანკი, უკვე 24 წელია, ლოგოში ლომს ვიყენებთ. ამ პასუხისმგებლობამ გადაგვადგმევინა ნაბიჯი სხვა ბრენდებისთვისაც მიგვეწვდინა ხმა, გავერთიანებულიყავით ერთი მისიით და ეს ერთგვარი ვალი ბუნებისთვის დაგვებრუნებინა”, - ვკითხულობთ საქართველოს ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანიაში უკვე ჩაერთო ხუთი კომპანია:

  • Georgian Capital;
  • ასკანელი;
  • სარაჯიშვილი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
  • სმარტი;

კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) კომპანიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ინიციატივას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის საქმეში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო