„ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილზე თავდასხმაზე - ეს კრიმინალური ბანდის ხელწერაა: მუხანათური ჩასაფრებები, ძალადობა - თუ პარტიის რომელიმე წევრს საფრთხე დაემუქრება, პასუხისმგებლობა კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს დაეკისრება

თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, რითაც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად თავდასხმებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს იტყვის უარს ბრძოლაზე.

„რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს დაესხნენ თავს, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღეს.

ეს არის კრიმინალური ბანდის ხელწერა - მუხანათური ჩასაფრებები, ძალადობა და განსხვავებული აზრის ვანდალური ფორმებით ჩახშობა.

თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს.

ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაზე! ვერ შეგვაჩერებენ - აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქუჩაში, კვერცხი იმ დროს ესროლეს, როდესაც ის „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა.

ინციდენტის შემდეგ მასსა და თავდამსხმელს შორის როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოქალაქემ ტერიტორია დატოვა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის