დიმიტრი ცქიტიშვილი - ოპოზიცია ერთ ან მეორე მხარეს უნდა გადაიხაროს, რადგან ყველაზე დიდი საჩუქარი ივანიშვილისთვის, ფრაგმენტაციაა - 4 ოქტომბრის ღამეს „ქართული ოცნება“ იზეიმებს, პროტესტი კი დემორალიზებული და ხასიათ გატეხილი იქნება

დაპირისპირება თუ ასე გაგრძელდება და გამწვავდება ოპოზიციაში, საბოლოოდ, ვერც არჩევნებს მოიგებს და ვერც ბოიკოტი შედგება. ეს თუ ვინმეს აწყობს, პირველ რიგში ივანიშვილს - ოპოზიციას შორის გაყოფა იქნება ჩვენთვის დრამატული, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, 19 ივლისს, 8 ოპოზიციური პარტიის მიერ აქციის ჩატარება ოპოზიციური სპექტრის სეგმენტაციას ნიშნავს და საბოლოო ჯამში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ჩემი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, მე ზოგადად ვარ ინსტიტუციური დემოკრატიის მომხრე და არჩევნებს ვხედავ როგორც მნიშვნელოვანს, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც დღეს სახეზეა პოლიტიკურ პარტიათა ფრაგმენტაცია, მე ვფიქრობ, რომ [პოზიცია] ერთი ან მეორე მხარეს უნდა გადაიხაროს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ჩვენ პოლიტიკურმა სპექტრმა, შეიძლება გავუკეთეთ ივანიშვილს, ეს არის ფრაგმენტაცია. ამის საპირისპირო არის ერთიანი სტრატეგიის ქონა: ან ყველა მიდის არჩევნებში ან არავინ.

ხვალ რაც ხდება, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა იმ 8 პარტიის მიმართ, ეს არის გარკვეული ოპოზიციური სეგმენტის აქცია და დიდი იქნება ეს აქცია თუ პატარა, მეორე მხარეს არის მეორე სეგმენტი. ამათ შორის გაყოფა იქნება ჩვენთვის დრამატული, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იქნება დრამატული „ოცნებისთვის“. ეს „ოცნებისთვის“ იქნება გამარჯვება. გაყოფილი ოპოზიცია - „გათიშე და იბატონე“, ყველაზე საუკეთესო ფორმულაა იმისთვის, როგორ მოახდინო მანიპულაცია. ამ შემთხვევაში ვაძლევთ საჩუქარს „ოცნებას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, იმ რეალობაზე, რაც 5 ოქტომბერს დადგება, პასუხისმგებლობას ოპოზიციასთან ერთად არ გაიზიარებს.

„დრამატულ სურათს ვხედავ. დრამატიზმი არის იმაში, რომ ახალი სტატუს-კვო იქნება აღიარებული. გაყალბებით თუ მის გარეშე, 4 ოქტომბრის ღამეს იქნება დროშების ფრიალი, „ქართული ოცნების“ ზეიმი, რომ დავამარცხეთ ვიღაც. წინააღმდეგობის საშუალება არ იქნება, რადგან ოპოზოცია იქნება ფრაგმენტული და 5 ოქტომბერს იქნება დემორალიზებული და ხასიათ გატეხილი პროტესტი. ოპოზიციური პარტიები ისევ არსად [იქნებიან] და „ქართული ოცნება“ სტატუს-კვოს შეინარჩუნებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო