„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკრებულოს დეპუტატები - არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, რიგგარეშე, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს

ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ საკრებულოს დეპუტატები არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, რიგგარეშე, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ საკრებულოს დეპუტატებმა პარლამენტთან განაცხადეს.

საკრებულოს წევრები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი არჩევნები არ უკავშირდება რეალურ თვითმმართველობას და წარმოადგენს რუსული სპეცოპერაციის ნაწილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს:

„ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებს და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ ე.წ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება რუსული სპეცოპერაციის სახით.

ჩვენ, საკრებულოს დეპუტატებმა, ყველაზე კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეალურ თვითმმართველობას და რეალურ დეცენტრალიზაციას, თუმცა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი კავშირი არ გააჩნია არც რეალურ თვითმმართველობასთან და არც რეალურ დეცენტრალიზაციასთან - ეს გახლავთ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელით ტარდება საქართველოში.

ჩვენ დღეს ქართველ ხალხთან ერთად ვებრძვით, პრორუსულ, ანტიქართულ ძალას, ანტიევროპულ ძალას, რომლის მიზანია შებღალოს ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ჩვენ, საკრებულოს დეპუტატებმა, ზუსტად ვიცით, რომ რეალური თვითმმართველობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ევროპული დემოკრატიის ფარგლებში. თუმცა, დღეს საქართველოში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს, ეს არის ფეოდალებზე დამყარებული ძალა, რომლებიც თვითმმართველობას საკუთარი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

რეჟიმის დასამარცხებლად მიგვაჩნია რომ უპირველესი გზა არის რეჟიმთან ართანამშრომლობა, უმთავრესია რეჟიმის სრული იზოლაცია როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ საკრებულოს დეპუტატები არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, რიგგარეშე, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია