დონალდ ტრამპი Wall Street Journal-ს ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების გამო სასამართლოში უჩივის

დონალდ ტრამპი Wall Street Journal-ს ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების გამო სასამართლოში უჩივის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა Wall Street Journal-ის, გამოცემის მფლობელის რუპერტ მერდოკისა და ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ მაიამის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღეზე შიშველი ქალის სხეულის ნახატზე დაბეჭდილი მისალოცი წერილი გაუგზავნა.

დონალდ ტრამპმა გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მას წერილი არ დაუწერია.

„ჩვენ ახლახან ძალიან ძლიერი სარჩელი შევიტანეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა ცრუ და ცილისმწამებლური, ყალბი ამბის გამოქვეყნებაში უსარგებლო Wall Street Journal-ში“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი გამოცემას ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს და დონალდ ტრამპი 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.

7 ივლისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპშტეინმა თავი მოიკლა და არ არსებობს „კლიენტების სია“ ან რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეპშტეინი ცნობილ ადამიანებს აშანტაჟებდა.

ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორს, პემ ბონდის დაავალა, რომ სასამართლოსთვის ჯეფრი ეპშტეინისა და ეპშტეინის ყოფილი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის სასამართლო საქმის მასალების გამოქვეყნებისთვის მიემართა.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჯეფრი ეპშტეინის ყოფილი პარტნიორი, გისლეინ მაქსველი 2021 წელს სასამართლომ ეპშტეინის საქმეში, კერძოდ არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში მისი მონაწილეობის გამო დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო