საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს - მათგან ერთი, ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში დახმარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, 3 დაკავებულიდან, ერთ-ერთი ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია. „დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ი.ჯ., 1980 წელს დაბადებული შ.ი. და თურქეთის ინტერპოლის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი 2000 წელს დაბადებული გ.ი. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ჯ.-მ და გ.ი. -მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ ბრალდებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 13 ვაზნა. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე , 25-236-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს