ვოლოდიმირ ზელენსკი - იარაღის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა - ეს ყველაფერი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს ხდის და ახლა უკრაინას სჭირდება

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ღამით, ჩვენმა მეომრებმა კიდევ ერთი რუსული თავდასხმა მოიგერიეს. სამიზნეების განადგურება კვლავ გრძელდება - დრონები ჰაერში რჩება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად ოდესაში ექვსი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

„იარაღის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა და მათი უკრაინაში წარმოების შესაძლებლობა - ეს ყველაფერი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს ხდის და ახლა უკრაინას სჭირდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს