მამუკა მდინარაძე - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ - როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული განცხადება დღეს დაანონსებულ აქციას „საოცრად დაემთხვა“.

„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ.

ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო? 1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ქონდა. “დემოკრატიის შუქურა” ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და “სამართლიანი არჩევნებიც” მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს; 2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს; 3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგოც უკრაინა - ღია ომში; 4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს “ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც - პოზიტიური და მხარდამჭერი.

მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება!

პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტიურად ჩავარდნილი იყო და მის “დასაბუსტად” რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება”,- წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, - წერს ევროპარლამენტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო