Reuters - კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და „23 მარტის მოძრაობამ“ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და „23 მარტის მოძრაობამ“ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ამბოხებული „23 მარტის მოძრაობის“ (M23) წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი კატარში მოაწერეს, თუმცა წყაროების განცხადებით, შეთანხმების დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არ არის.

ცნობისთვის, რუანდის მიერ მხარდაჭერილმა M23-მა იანვარში აღმოსავლეთ კონგოს უდიდესი ქალაქი, გომა აიღო.

მარტში კატარის შუამავლობით კონგოსა და რუანდის პრეზიდენტებს, ფელიქს ჩისეკედისა და პოლ კაგამეს შორის შეხვედრა გაიმართა, რამაც დოჰაში კონგოსა და M23-ს შორის მოლაპარაკებები შესაძლებელი გახადა.

რუანდასა და კონგოს შორის მოლაპარაკებები აშშ-შიც გაიმართა. 27 ივნისს კონგოსა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ და ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს