გორის საკრებულოს წევრი - ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას, - ამის შესახებ გორის საკრებულოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანო ბალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატს ნიშნავს.

„მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამ ქვეყნის მოქალაქე ვფიქრობ, რომ ამ ვითომ არჩევნებში მონაწილეობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ღალატობს ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესის და მიზნის გარშემო.

შიდა ქართლის რეგიონს, რომელსაც მე წარმოვადგენ, მათ შორის ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ყველა იმ პატრიოტს, რომელიც იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მივმართავ ამ ტრიბუნიდან, რომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას“, - განაცხადა ანო ბალიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს