მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს

მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. შესაბამის განცხადებას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

კერძოდ, 19 ივლისს გამართულ სხდომაზე მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკი „გამარჯვებას” განცხადება არ მიიღო რეგისტრაციისთვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ, პაველ პოსტიკამ აღნიშნა, რომ ბლოკი „გამარჯვებას” წევრები დაკავშირებულები არიან ოლიგარქ ილან შორთან, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული და რომელსაც მოლდოვაში 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მისი თქმით, გაქცეული ოლიგარქი თავად იყო ჩართული საარჩევნო ბლოკის შექმნაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიცე-თავმდჯომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბლოკი „გამარჯვებას” სხდომის მოსკოვში ჩატარება „საფუძვლიან ეჭვებს იწვევს”.

„სხდომის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარება, საარჩევნო ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის გარეშე, უცხოური სტრუქტურების მონაწილეობითა და ლოგისტიკური დახმარებით საფუძვლიან ეჭვებს იწვევს უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ეროვნულ კანონდმებლობას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა პოსტიკამ.

საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ოთხი პარტია შედის, რომელთგან ყველა გაქცეულ რუს ოლიგარქ, ილან შორთან არის დაკავშირებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს