8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს

8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს, რომლის მიზანიც „პოლიტიკური ბრძოლის თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაშლაა“.

აღნიშნულის შესახებ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთეს. განცხადება მოქალაქეებს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო.

„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით, რუსული რეჟიმის სრულ იზოლაციას აუცილებლად მოჰყვება მისი დემონტაჟი, შედეგად მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს მანდატს იმისთვის, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული ქართული სახელწმიფო. ჩვენი გამარჯვების გზა არის საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან არ თანამშრომლობა, უწყვეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება. ამ ამოცანების შესასრულებლად, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებული ფარსი და უარი ვთქვით მანდატებზე, არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად, ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან იმისთვის, რომ მიგვეღწია რეჟმის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ „წინააღმდგეობის წევრების ორგანიზებას“ იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესბსა და ენერგიას დაეფუძნოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია