ვოლოდიმირ ზელენსკი - ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა - მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია

უმეროვმა რუსულ მხარეს მომდევნო კვირას შესთავაზა შეხვედრა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა უმეროვმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს მომდევნო შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა. მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია. ყველაფერია გასაკეთებელი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. და რუსულ მხარემ გადაწყვეტილებებისგან დამალვა უნდა შეწყვიტოს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა დააანონსა.

“გრძელდება რუსულ მხარესთან საუბარი გაცვლებზე - ვაგრძელებთ სტამბოლში ბოლო შეხვედრის ვალდებულებების შესრულებას. ახლა გუნდი კიდევ ერთ გაცვლაზე მუშაობს…

ტყვეთა გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების შეწყვეტა. და საჭიროა ლიდერების დონეზე შეხვედრა, რათა რეალურად უზრუნველვყოთ მშვიდობა - ნამდვილად ხანგრძლივი. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის”,- განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს