დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირადი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტები მნიშვნელოვან შეთანხმებებს დააფიქსირებენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„შესაძლოა (შეხვედრა) ასევე საჭირო იყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების დასაფიქსირებლად, რომლებიც დროთა განმავლობაში უზარმაზარი სამუშაოს შესრულების შემდეგ მიიღწევა. თუმცა, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ეს სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელი რჩება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხის მოგვარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ვაშინგტონი ამას სულ უფრო უკეთ ხვდება.

„ტრამპი მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის, მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის პრეზიდენტია. და პლუს, ყველა უკვე შეეჩვია, ასე ვთქვათ, მის საკმაოდ მკაცრ და პირდაპირ რიტორიკას. ამავდროულად, იგი ადასტურებს თავის განზრახვას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად“,- აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან კალაპოტში რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანის სურვილის შესახებ. პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა, ამ საკითხთან დაკავშირებით სწრაფად იმოძრაოს, მაგრამ მოსკოვისთვის მთავარია, თავის მიზნებს მიაღწიოს.

„ჩვენი მიზნები ნათელია, აშკარაა და არ იცვლება“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს