ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - გვაქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ვახორციელებთ ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას

თბილისის მერიის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტია, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას ახორციელებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას ახორციელებს.

დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს