მედია - ევროპული ქვეყნები ირანთან მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ

ირანმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალ კვირას გამართონ, - ინფორმაციას Deutsche Welle ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონსულტაციები მათი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გრძელდება. ქვეყანა, სადაც მომავალ კვირას შესაძლოა მოლაპარაკებები ჩატარდეს, ჯერ არ არის განსაზღვრული“, - იტყობინება Tasnim ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თეირანის წინააღდეგ ე.წ. „უკან დაბრუნების მექანიზმის“ ფარგლებში გაერო-ს სანქციებს აღადგენენ, თუ ირანსა და აშშ-ს შორის არ განახლდება, კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს