„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე - ფრიდრიხ მერცის მთავრობა უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარად Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენას გეგმავს

გერმანია გეგმავს დაახლოებით 5 მილიარდი ევროს დახარჯვას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების შეძენაზე, რომლებსაც ის უკრაინის არმიას გადასცემს, - უკრაინული მედიის ცნობით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა Tagesschau-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვაიდელმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ეს თანხა უკრაინის დახმარებას უნდა მოხმარდეს, მაშინ როცა, მისი თქმით, გერმანიის მთავრობას შეუძლო ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაზე ან გაუქმებაზე დახარჯოს.

„ფრიდრიხ მერცის მთავრობა გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულიდან 9 მილიარდ დოლარს აძლევს უკრაინას და ახლა 5 მილიარდად უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენა სურს. ეს უკვე არავის ესმის,“- აღნიშნა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ.

უკრაინული მედია წერს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მკვეთრად კრიტიკულ პოზიციას იკავებს უკრაინისთვის დახმარების საკითხთან დაკავშირებით და ხშირად პრორუსულ ნარატივებს უწყობს ხელს და რომ მისი რიტორიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გერმანიის მთავრობისა და გერმანული პარტიების უმეტესობის ზოგად კურსს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს