უკრაინის პრემიერი - რუსეთის სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე - უკრაინის ქალაქები გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი“

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე, კიევი, ივანო-ფრანკოვსკი, ხარკოვი - სხვა ქალაქებთან ერთად - გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს მოქმედებას, რომ მას ჯერ კიდევ არ განუცდია რეალური შედეგები. ყოველ დაყოვნებას თავისი ფასი აქვს და მხოლოდ თამამ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება“, - წერს უკრაინის პრემიერი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას 450 დრონით და რაკეტით შეუტია. 23 დრონის დარტყმა 3 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ნგრევა და ნანგრევების ცვენა დაფიქსირდა კიევის გოლოსეევსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, ობოლონსკის, სვიატოშინსკის და სოლომენსკის რაიონებში. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის შესახებ.

ამასთან, რუსებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს ივანო-ფრანკოვსკიზე. ქალაქის მერის, ივან მარცინკივის განცხადებით, რუსებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის რაკეტები, ასევე „შაჰედის“ დრონები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაშავდა, სულ მცირე, სამი ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს