თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე - ძალიან მარტივ რამეს ითხოვს, სუვერენიტეტის დათმობას - ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და გააკეთოს ვინმე სხვამ - მიიყვანოს ქართველები კატასტროფამდე

[ევროკავშირი] სუვერენიტეტის დათმობას ითხოვს - მათი ყველა მოწოდება არის საქართველოს ინტერესების საზიანო - ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის ჩვენს სუვერენიტეტს, ამიტომ [რეკომენდაციებს] არ გავითვალისწინებთ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს.

„საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ. მათი ყველა მოწოდება არის საქართველოს ინტერესების საზიანო. არა მხოლოდ, ოდნავ საზიანო, არამედ ეგზისტენციური საკითხია და ჩვენს ყოფნა-არყოფნის საკითხებს ეხება, ამიტომ ამას არ გავითვალისწინებთ.

[ევროკავშირი] ძალიან მარტივ რამეს ითხოვს - სუვერენიტეტის დათმობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის ჩვენს სუვერენიტეტს, თავისუფლებისათვის სწრაფვას და ასევე, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ყველა პუნქტი დავასაბუთეთ, რომ ყველა ეს საკითხი არის უდიდესი საფრთხის წინაშე. ყველაფერი აწონვადია. თუ ქართველი ერი გვეტყვის, რომ რომელიღაცა სხვა საკითხი უფრო წონადია, ვიდრე ჩვენი დამოკიდებულება და უსაფრთხოება, მაშინ კი ბატონო. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და გააკეთოს ვინმე სხვამ - მიიყვანოს ქართველები კატასტროფამდე, ეროვნული დამოუკიდებლობის დათმობამდე და სუვერენიტეტის ნიველირებამდე,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი