გენერალურმა პროკურორმა აჭარის პროკურატურის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, გიორგი ცხოვრებაძე წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, გიორგი ცხოვრებაძე წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ცხოვრებაძე ზესტაფონის რაიონული პროკურორის პოზიციას იკავებდა. საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ზაზა მეტონიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად დაინიშნა.

„გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.

ასევე ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს